რეზონანსი
03.01.2019

 საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს. სხდომა პარტია ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე იწყება და მას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

სხდომაზე განსახილველი საკითხები არ კონკრეტდება, თუმცა საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილის საგენგებო შეხვედრა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ე.წ. ძველებსა და ახლებს შორის დაპირისპირებამ პიკს ახალი წლის წინა დღეებში მიაღწია და ეკა ბესელიას საპარლამენტო თანამდებობა - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შეიწირა.

კიდევ ვისი პოსტები შეეწირება მწვავე დაპირისპირებას და გაუშვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ბესელიას პარტიიდან, "ნიუპოსტის" ცნობით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×