მამაკაცმა, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული მასაჟის დაწესებულებას ესტუმრა, შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა. მისი მონათხრობის მიხედვით, მომსახურება, რომელიც კლიენტსა და პერსონალს შორის მასაჟის კეთებით დაიწყო, სექსით გაგრძელდა და ტრავმით დასრულდა.
ცნობილია, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული მასაჟის დაწესებულებების დიდი ნაწილი არა პროფესიონალი ტაილანდელი მასაჟისტებით, არამედ სექს-მუშაკებით არის დაკომპლექტებული. მეტიც, ზოგ მათგანში ტაილანდელ პერსონალსაც კი ვერ იხილავთ.
"ამბების" ინფორმაციით, მამაკაცს ტაილანდური მასაჟის დაწესებულებაში უზბეკი გოგონა მოემსახურა, რომელმაც მასაჟის კეთების პროცესში სექსი შესთავაზა. კლიენტის თქმით, შეთავაზება მასაჟისა და სექსის ერთგვარ ექსტრემალურ სინთეზს გულისხმობდა, თუმცა სასიამოვნო გართობა დიდი უსიამოვნებით დასრულდა. საქმე ის არის, რომ უზბეკი გოგონას ერთ-ერთი "ილეთის შესრულებისას" მამაკაცმა ფეხი იღრძო, რასაც ჩხუბი და აყალ-მაყალი მოჰყვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე