რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) კლინიკა "გორმედში" 39 წლის ქალი სავარაუდოდ ე.წ. ღირის გრიპით დაიღუპა. სოფელ თორტიზის მცხოვრები "გორმედში" სამხედრო ჰოსპიტალიდან გუშინ გადაიყვანეს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, „გორმედის" სტაციონარში პაციენტი ძლიერი ცხელებით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით ჰოსპოტილიდან, კრიტიკული მედიცინის ცენტრის ავტომობილით გადაიყვანეს. ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ნიუ პოსტის" ცნობით, გარდაცვლილი სამი შვილის დედა, 39 წლის ნატალია ალიმბარაშვილია. თანასოფლელების თქმით, გრიპის სიმპტომები ახალგაზრდა ქალის დაახლოებით 7 დღის წინ გამოუვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×