რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საკითხთა კომისიიდან რამდენიმე წევრის წასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიში აცხადებენ, იგეგმება კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტება.

„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის",- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეწყალების კომისია უკვე დატოვეს კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×