რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" შემადგენლობის დატოვებას აპირებს.

როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ის ფრაქციაში დროებით, კოლეგიალობის გამო შევიდა.

"თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ ფრაქციაში დროებით შევიდოდი. როგორც კი საგაზაფხულო სესია დაიწყება, გავაკეთებ განცხადებას ფრაქცია "საქართველოს პატრიოტებიდან" გასვლის შესახებ. ფრაქციაში შევედი მეგობრულად, კოლეგიალურად და ასევე, იმ რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას უკავშირდება", - განაცხადა ჭიჭინაძემ "ინტერპრესნიუსთან".

ჭიჭინაძე "საქართველოს პატრიოტებს" ორი თვის წინ, მეექვსე წევრად შეუერთდა, რის შედეგად ფრაქცია გაუქმებას გადაურჩა. იმ შემთხვევაში თუ ფრაქცია ახალ წევრს ვერ მოძებნის, ჭიჭინაძის გასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×