რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) ახალი წლის დღეებში თბილისის მასშტაბით კვებითი ინტოქსიკაციის ჩივილით სასწრაფო სამედიცინო დახმარება 111-ჯერ გამოიძახეს. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო კი, სამედიცინო ბრიგადები 255 გამოძახებაზე გავიდნენ. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყველა პაციენტს შესაბამისი მომსახურება გაეწია და გართულებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება პიროტექნიკით დაზარალების შემთხვევებს, ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ამ მიზეზით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გამოძახებაზე 34-ჯერ გავიდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×