რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) ახალი წლის პირველ დღეებში დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი ერთერთი ყველაზე შთამბეჭედავი მეტეორული წვიმის მომსწრები გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან. კვადრანტიდების მეტეორული წვიმა 3 იანვრის 23:00 საათზე დაიწყება და 4 იანვრის გამთენიამდე გასტანს.

მეტეორეთა ცვენა 28 დეკემბრიდან დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება, პიკს კი სწორედ 4 იანვარს მიაღწევს. ამ დროისთვის ნაკადის სიჩქარე იქნება 120 მეტეორი საათში. წელს ამ მოვლენას თან ახლავს ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×