რეზონანსი
03.01.2019

 (რეზონანსი) საახალწლოდ რეგიონებში სასწრაფო 9030 გამოძახება დაფიქსირდა.

"31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 030 გამოძახება დაფიქსირდა. 31 დეკემბერს პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის მიმართვების რაოდენობამ 2 598 შეადგინა, 1-ელ იანვარს - 3 211, ხოლო 2 იანვარს - 3 221. ამათგან, 156 შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოტივს ინტოქსიკაცია, 32 შემთხვევაში კი - პიროტექნიკით სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება წარმოადგენდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი საქართველოს რეგიონებში ოპერირებს. სასწრაფოდ ეკიპაჟები მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უწყვეტ რეჟიმში, ოპერატიულად უზრუნველყოფენ" - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×