რეზონანსი
04.01.2019

 „ქართული ოცნების“ დეპუტატის, აკაკი ზოიძის ძმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზოიძის ძმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმის გამო დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

presa.ge წერს, რომ საქმეში თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დახმარების თხოვნით მიმართა. ზოიძე მისი ძმის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირადი ცხოვრებით ზეწოლა უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებზე. ტყუილია, ცილისწამება და მაიმუნობა და რა უნდა გითხრათ. რა არის აქ გასარკვევი. მსგავს, დაახლოებულსაცარ ჰქონდა ადგილი საერთოდ. პირდაპირ ტყუილი წერია და უსინდისოდ ავრცელებს ე.წ. პრესა და უნდა ელაპარაკო,“ – ამბობს ზოიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვისაც უცნობია, დააკავეს და შემდეგ ივანიშვილის დახმარებით გაათავისუფლეს თუ არა  აკაკი ზოიძისძმა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, ბიძინა ივანიშვილის სახელის შელახვას ისახავს მიზნად.

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე კი აცხადებს, რომ აკაკი ზოიძის ძმა მართლაც დაჭერილი იყო და ივანიშვილის ჩარევით გაათავისუფლეს. იგი ამბობს, რომ მათ ეს ინფორმაცია შსს-დან კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×