რეზონანსი
04.01.2019

 (რეზონანსი) 3 იანვარს თიანეთში მომხდარი მკვლელობა, უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის მიერ „უზნეო ცხოვრების წესის მავნე ზეგავლენას" დაუკავშირა.

მეჭიაურმა ქუცნაშვილის განცხადებას უზნეო უწოდა და თქვა, რომ ის სხვისი ტრაგედიით სარგებლობს.

"ამ სულიერმა ჩათვალა, რომ რადგანაც ღორის წელიწადია მას ყველაფერი ეპატიება, რადგანაც ქუცუნას ეძახიან. ჰოდა, ალბათ ასეც არის, მაგრამ დაავიწყდა, რომ ღორის წელია რომაა, ტახის წელიწადია და არა მისნაირი გოჭების. აქედან გამომდინარე სჯობს, რომ არ ისარგებლოს ბოროტად სხვისი ტრაგედიით და ყველაფერი სხვას არ გადააბრალოს, მით უფრო, რომ იმ არეალში, სადაც ის დეპუტატად წოდებულია არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელების ოჯახი ამოწყვიტეს და მე მგონი უზნეობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მისთვის დამებრალებინა ეს ყველაფერი.

გაკოტრებულია როგორც პოლიტიკოსი და ახლა ასეთი რაღაცეებით უნდა მიიპყროს ყურადღება. ჯერ დაბორიალობს პოლიტიკურ სივრცეში ისე, რომ ვერ გაურკვევია სად არის. კაპოტზე მაშინაც მქონია და მომავალშიც, თუ ექიმები დამრთავენ ნებას, საერთოდ, კაი ხანია აკრძალული მაქვს, 50 გრამზე მეტ კონიაკს ვერ ვსვამ.მის ჯინაზე კიდევაც გავშლი. მისგან განსხვავებით კაპოტზე უამრავ პროექტზე გვაქვს ხელი მოწერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ასე რომ, მისნაირი კაცუნების გადასაწყვეტი არ არის მე რას გავაკეთებ," - განაცხადა მეჭიაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×