რეზონანსი
04.01.2019

 (რეზონანსი) კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან გაწერეს და ის ამჯერად რეაბილიტაციის კურსს გადის. როგორც მიხეილ გიორგაძის მეგობარმა კახა კანდელაკმა განაცხადა, გიორგაძე უკვე კარგად არის.

„საბედნიეროდ, ოპერაცია არ დასჭირდა, ნეკნები არ იყო აცდენილი, ფილტვის მუშაობაც აღდგა. ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, სპორტმა გადაარჩინა. რეაბილიტაციას გადის, პერიოდულად უწევს კლინიკაში მისვლა. სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა საქართველოში", - განაცხადა კახა კანდელაკმა "ambebi.ge"-სთან.

მი­ხე­ილ გი­ორგა­ძე ნო­ემ­ბერ­ში ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რომ­ლის დრო­საც თა­ვის მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. ის სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გი­ორ­გა­ძე 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×