ყაჩაღობა თბილისში - სამი პირი გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორ ნაბიჯს“ დაესხა თავს. ყაჩაღობის შედეგად მაღაზიის კონსულტანტი დაშავდა. თანამშრომლის ინფორმაციით, მას თავს სამი პირი დაესხა, რომლებმაც მუქარის საშუალებით მაღაზიაში არსებული თანხის წაღება შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
მაღაზიის თანამშრომლები ყვებიან, რომ თავდამსხმელბისგან ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მეორეს კი დანა. მძარცველებმა მაღაზიიდან 400 ლარის წაღება შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
„თავდასხმა ღამის საათებში მოხდა. მაღაზიაში მორიგე მოლარე იმყოფებოდა. მისი თქმით, მაღაზიაში მოულოდნელად სამი პირი შევარდა, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და სალაროს გახსნა მოსთხოვეს. 400 ლარამდე ნავაჭრი იყო და ის წაიღეს.
„ბიჭს თავი აქვს დაზიანებული. ამბობს, რომ შეიარაღებულები იყვნენ. ერთს იარაღი ეჭირა მეორეს კი დანა ჰქონდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაზიანებული თანამშრომელი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ვიცით, მსუბუქად არის დაზიანებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„კამერები აყენია მაღაზიაშიც და მის გარეთაც. სახე დაფარული ჰქონიათ, მაგრამ რაღაცის გარკვევას ალბათ მაინც შეძლებენ“, - აცხადებენ მაღაზიის თანამშრომლები.
ალადაშვილის კლინიკის ექიმის ლევან ბესელიას განცხადებით, 22 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, პაციენტს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება ჰქონდა მიყენებული, თუმცა ვერ აკონკრეტებს რა სახის საგანი იყო.
„პაციენტს თავის ტვინის შერყევა აქვს. მას თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. თუმცა ვერ აკონკრეტებს რა სახის საგანი იყო. მიმდინარეობს ახალგაზრდის ინტენსიური მკურნალობა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ექიმი ბასილაია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.