გრიპის შემთხვევების მატების გამო სასკოლო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები შეიძლება გახანგრძლივდეს. ეს დამოკიდებული იქნება უახლოესი რამდენიმე დღის მონაცემებზე. ამის შესახებ „რეზონანსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი ცნობით, არდადეგების გახანგრძლიბევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე გამოცხადდება.
„ჯერ-ჯერობით გადაწყეტილება მიღებული არ არის. კვირის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვეცოდინება, თუ რას მოვიმოქმედებთ. შესაბამის გადაწყეტილებას ჩვენი პრესსამსახური კვირის ბოლოსთვის გამცნობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისათვის, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი წესით 15 იანვარს უნდა განახლდეს. თუმცა, გრიპის ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო დღეების განმავლობაში უკვე საშიშ ნიშნულ უახლოვდება.
დღეისათვის გრიპის ვირუსით უკვე 10 ადამიანია გარდაცვლილი. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორში დაფიქსირდა, სადაც დღეს 22 წლის ქალი გარდაიცვალა. „გორმედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ეს ამავე სტაციონარში ვირუსული ინფექციის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
ეპიდემიის სიმწვავეზე შეგვიძლია აგრეთვე ვიმსჯელოთ იმის მიხედვითაც, რომ ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას, განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. საგანგაშოა სტატისტიკა, რადგან ამავე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 1427-მა პაციენტმა მიმართა.
ლია შეროზია