(რეზონანსი) "სიცრუის დეტექტორის" წამყვანი, გიორგი გასვიანი „მხოლოდ ქართულის" გუშინდელ ტურს ეხმიანება, სადაც ნიკა გვარამიამ ნუცა თოფურიას კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების საშუალება მისცა.
გიორგი გასვიანის თქმით, იმავეს გაკეთებაა შეეძლო არხს ახალი წლის ღამეს, როდესაც მსახიობი, გიორგი ცხადაძე უსამართლოდ გააგდეს.
„ახალი წლის ღამეს კაცი კომპოზიტორების ტური იყო და რატომ არ დაიდო ვეტო ახალ წელს? ძალიან მაგარი ფერი დააკლდა კონკურსს იმ ღამეს და მსახიობის პროფესიის აგდება არ იყო მთლად კომპეტენტური მთელი ოთხი ეთერი", - დაწერა ფეისბუქზე გასვიანმა რასაც ნიკა გვარამიამ უპასუხა.
„საკუთარ არხს და გადაცემას მიხედე, გიორგი. შენი საქმე არაა, რ2 როდის გამოიყენებს ვეტოს. და არც სხვა ვინმესი. ფერი დავკარგეთ თუ ცისარტყელა, შენ რა იცი? ერთხელ გნახეს კონკურსზე და იმის მერე „ცეკვავენ ვარსკვლავების" უფასო რეკლამად გადაგაქციეს. მოკლედ, საქმეს მიხედე. ჩვენ გავერკვევით როგორმე ჩვენს საქმეში "ნაძეჟდას" წამყვანებისა და ზოგადად
"ნაძეჟდას" ესთეტიკის ხალხის გარეშე".
"ცეკვავენ ვარსკვლავების რეკლამად რომ გადამაქციეს" - ისე იხარე შენ.
ჩემი მეგობარია ცხადო და აქ „რუსთავი 2" და „იმედი" არაფერ შუაშია ახლა. საუბარია ჩვენი თეატრის მსახიობზე! დაანებე "ნადეჟდა" და "ცრუსთავს" თავი. მაგ თემის გამო არ ვწერ! უსამართლო იყო რაც მოხდა და კრიტიკა როგორმე პროფესიონალმა გუნდმა უნდა აიტანოს. ჩვენ მსახიობის კრიტიკას და აბუჩად აგდებას ვიტანდით და ბოლოს ახალი წლის ღამეს გააგდეს უსაფუძვლოდ!
და მეორე - ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს „იმედზე" და დასჯილი ბუნებისგან ვინც არის, ნებისმიერმა საღად მოაზროვნემ იცის კარგად..." - უსახუა გასვიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე