თამარ შუკვანი
09.01.2019

 „ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა, უახლოესი კანდიდატები არიან, - ამ ქყვეყნების ალიანსში გაწევრიანება ეჭვს არ იწვევს. ალიანსში გაწევრიანება უკვე აღარ არის დამოკიდებული პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ ან უკრაინამ უნდა გადადგას. ეს, გარკვეულწილად, დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, იმ კონტექსტში, სადაც გადაწყვეტილება მიიღება," - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

იმ შემთხვევაში თუკი მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 30-ე წევრი სახელმწიფო გახდება, უკრაინას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნატო-ში გაწვერიანების შანსი გაიზრდება, - ამის შესახებ ნატო-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

ბოლო ონფორმაციით, მაკედონია 2020 წელს ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება თუკი, მაკედონიისთვის სახელწოდების გადარქმევასთან დაკავშირებით, მაკედონია და საბერძნეთი შეთანხმებას მიაღწევენ.

მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა არ არის „შორეული მომავლის" და საქართველომ ყოველი შანსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ალიანსს უფრო მეტად მიუახლოვდეს.

„ეს რომ აღარ არის შორეული მომავლის პერსპექტივა, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს მხოლოდ გულმოდგინე მუშაობით და მცდელობით, როგორმე ხელიდან არ გავუშვათ არცერთი შანსი კიდევ უფრო ახლოს დავდგეთ ალიანსთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მზაობის, ისე ალიანსის საქმიანობაში მონაწილოების თვალსაზრისითაც.

„საუბარი არის საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ უახლოეს კანდიდატზე, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შანსი აქვს ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ამ ეტაპზე საკმაოდ რთული იქნება, რადგან მას მაპ-ი მინიჭებული არ აქვს, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„ჯერჯერობით პრობლემატურია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ისევე, როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინის. ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპი-ს მიღებაა იმისთვის,რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ჰქონდეს.

„საქართველომ ის ეტაპი უნდა გაიაროს, რასაც მაპი ჰქვია, - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ფარგლებში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. იგივე ეხება უკარაინას, - მას არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიღებული. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის არ არსებობა," - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლას უკავშირებს და აცხადებს, რომ პრობლემა ნატო-ს პოლიტიკის გაფართოების მხრივ არსებობს.

„ტრამპის საგარეო პოლიტიკის გათვალიწისნებით, ეს პროცესი რამდენად წავა და რა იქნება შედეგად არ ვიცი. ტრამპი, გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ცვლის, -გამოჰყავს ჯარები სირიიდან და ავღანეთიდან, თუმცა ამერიკის დემოკრატიული პარტია მომხრეა ეს პროცესი გაგრძელდეს.

„არიან კრიტიკოსი ქვეყნების, რომელთაც სხვანაირი მიდგმა გააჩნიათ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ტრამპის ადმინისტრაციასაც სხვაგვარი მიდგომა აქვს, - მას არ სურს, რომ უკრაინას ჰქონდეს ორმხრივი ინდივიდუალური ურთიერთობები," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ჩიტაძე აღნიშნავს, რომ სამი ქვეყანა, - ბოსნია-ჰერცეგოვინა, უკრაინასთან ერთად, - საქართველო ალიანში გაწევრიანების კანდიდატად განიხილება, თუმცა იმისათვის, რომ საქართველომ ნატო-ს წევრობა მოიპოვოს, აუცილებელია მას, პირველ რიგში, მაპ-ი მიენიჭოს.

„საქართველო განიხილება როგორც ასპირანტი ქვეყანა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში საქართველო ჯერ ვერ გაწევრიანდება ნატო-ში, ისევე, როგორც უკრაინა. ყველაზე დიდი შანსი მაკედონიას გააჩნია, თუკი საბერძნეთთან ურთიერთობას მოაგვარებს.

„საქართველოსა და უკრაინას ჯერ მაპი არ გააჩნიათ. უშუალოდ საქართველოს გაწევრიანებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ და ილუზიები არ უნდა შევქნმათ, რომ საქარველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება. საქართველომ უნდა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში. ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, დემოკრატიული უნდა იყოს.

„ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ყველაზე რთულია. არამგონია ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით განხორციელდეს, თუმცა თეორიულად შესაძლებელია საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს თუკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ნატოს წევრი ქვეყნების მიერ აღიარებული იქნება, როგორც საქართველოს შემადგენ ელი ნაწილი," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მიასაია მიიჩნევს, რომ მაკედონიისთვის სახელწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა დღესაც არსებობს. ამიტომაც, მისი ბედი ჯერ გადაწყვეტილად არ შეიძლება მივიჩნიოთ. მაიააია ერთ-ერთ პრობლემად ნატო-ს გაფართოების პოლიტიკას ასახელებს, რადგან თვლის, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლამ ნატო-ს წევრი ქვეყნები მეტ-ნაკლებად „დაზაფრა."

„მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის საკითხი კვლავ ძალიან პრობლემურ საკითხად რჩება, ეს თემა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების რეალური კანდიდატები არიან, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების პოლიტიკა ნატო-სთვის? რადგან თავად ნატო-ს შიგნით, ტრამპის პოლტიკამ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

„ამ ყველაფრის ფონზე, ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა შესაძლოა არ იყოს აქტუალური, თუმცა ნატო-საქართველოს ურთიერთოება უფრო მეტ პერსპექტივას ავითარებს ამ მიმართულებით იმისთვის, რომ მაპ-ის სტატუსი მაინც მოვიპოვოთ. ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა კვლავ პრობლემატური თემაა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×