რეზონანსი
09.01.2019

 (რეზონანსი) ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება:

ადამიანები პანტა-პუნტით იღუპებიან და რაოდენ ამორალურია ასეთი კომენტარის გაკეთება. საზოგადოება მენტალურ დონეზეა დაავადებული, თორემ ამ ადამიანს ასეთი განცხადებისთვის სერიოზული პასუხი მოეკითხებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება:

"გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირებულობის, არამედ მოსახლეობის დაშინებისა და დაპანიკების საფუძველი. მეჩვენება, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება, გეგონება გრიპი პირველად არის. როცა ათასობის ადამიანი ავად ხდება არის ხოლმე მსხვერპლიც, მიუხედავად ყველაფრისა." განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×