რეზონანსი
10.01.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ განხილულა, თუმცა გია ვოლსკი ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთგუნდში ვერ დარჩებიან.

„ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ შეცდომაა და ამ შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ ერთმა მხარემაც და მეორემაც“, -აცხადებს ვოლსკი.

გიორგი კახიანი ამბობს, რომ თუ როგორ გადაიჭრება გუნდში დაწყებული დაპირისპირება დიდწილად ბესელიაზეა დამოკიდებული.

„არასდროს, არაც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ეკა ბესელიას დაეტოვებინოს ფრაქცია. დღესაც ვიტყოდი, ამ განცხადების შემდგომაც, რომელიც ყველამ იხილა, ეს საკითხი არ არის აქტუალური, თუმცა ბევრი რამე დამოკიდებულია ეკაზე, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე პირადად შემიძლია ვთქვა, რომ ეკა ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი და ვისურვებდი იგი დარჩეს „ქართულ ოცნებაში“-ამბობს კახიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×