რეზონანსი
10.01.2019

ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი  მადონა უკლება საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც შეიძლება გრიპის გართულება გამოიწვიოს. ასახელებს სიმპტომებს და დაავადებასთან ბრძოლის პირველად მეთოდებსაც:

"სეზონური გრიპის ვირუსით ავადობა ჩვეულებრივად იმატებს ზამთრის დასაწყისიდან და გრძელდება 3-4 თვე. წელს სეზონური დაავადებები შედარებით ადრე ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. 95%-ში H1N1 დაავადება მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით. რისკის ჯგუფი არის 2 წლამდე ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, დიაბეტის მქონე პირები, რომლებშიც დაავადება მძიმდება გართულების ხარჯზე. 

კლინიკური სურათი დაახლოებით ერთი და იგივეა. იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, ხველით, ყელის ტკივილით. გართულებულ შემთხვევაში პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. პნევმონია შეიძლება დაიწყოს დაავადების პირველი საათებიდანვე. ეს ძირითადათ ვირუსული პნევმონიებია ან 3-4 დღის შემდეგ ბაქტერიული მნევმონია. 

დაავადების პირველი ნიშნებისთანავე რისკ ჯგუფის პირებმა უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც განსაზღვრავს ლაბორატორიული გამოკვლევების საჭიროებას და მკურნალობას. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ვირუსული დაავადება გადააქვს ბინის პირობებში სათანადო მკურნალობის ფონზე. 

აუცილიებელია დიდი რაოდენობით სითხისა და ვიტამინების მიღება. გრიპის პროფილაქტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ აცრებს, რომელიც ტარდება ოქტომბრის თვეში, სეზონურად კი მიზანშეწოლილია პირადი ჰიგიენის დაცვა, საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებთან ნაკლები კონტაქტი", - აცხადებს მადონა უკლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×