(რეზონანსი) ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიაში პრესკონფერენცია გამართა სადაც, გრიპის ვირუსის შედეგად ლაბორატორიულად დაზუსტებული შემთხვევების შესახებ ისაურა.
მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 13 ადამიანი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. სერგეენკო ამბობს, რომ დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა.
„დღევანდელი მდგომარეობით დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ.
ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 ადამიანი იყო გუშინდელი მდგომარეობით რენამაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უკვე 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დაზუსტებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13", - განაცხადა სერგეენკომ.