რეზონანსი
10.01.2019

 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი აზრით, მიმდინარე პროცესი მთელი ქვეყნის საფინანსო სექტორს დარტყმის ქვეშ აყენებს. 

"2008 წლის აგვისტო. იმ დროს, ბანკ "რესპუბლიკის" კომერციული დირექტორი გახლდით. ზედმიწევნით კარგად მახსოვს ბეწვის ხიდზე როგორ გაიარა საქართველოს ეკონომიკამ და საბანკო სისტემამ. ორი რამ იყო მაშინ მთავარი, პირველი ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბანკო სისტემის გადარჩენა. მახსოვს ის ყოველწუთიერი შეხვედრები, გაუთავებელი ზარები, დაპანიკებული მეანაბრეები. იმ დროს ყველას კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ერთი თუ წაიქცა ყველა წავიქცეოდით და ვერსადროს ვეღარ დავდგებოდით ფეხზე! 

სპეცრეისებით ხდებოდა უცხოური ვალუტის შემოტანა ქვეყანაში, რომ პანიკა ჩამქრალიყო! არც ერთი საათი შეფერხება არ იყო არც ფილიალში, არც ბანკომატში! ეს ყველაფერი ერთად შევძელით! 

დღეს რას ვხედავთ? ძალით გვინდა დავაზიანოთ ის რაც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვებრძვით იმას რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ! ერთი თუ წაიქცა, ყველა მიჰყვება დომინოს პრინციპით!"- წერს ალსანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×