რეზონანსი
10.01.2019

 (რეზონანსი) იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხეიძეს თქმით, კლინიკაში მოთავსებული 52 პაციენტიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"52 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს გრიპის, აქედან 2 არის H3N2 ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი არის H1N1 ტიპის ვირუსი. პირველი შემთხვევა დადასტურდა ნოემბრის ბოლო კვირას. პაციენტების 35-40% ყველა შემოსული ჰოსპიტალიზებული პაციენტების არის გართულებული ფილტვების ანთებით. ნოემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული, იანვრის პირველი კვირით დამთავრებული ჩვენი პაციენტების რაოდენობა ამ დაავადებით სასუნთქი სისტემის მწვავე პრობლემები არის 70-80% ფარგლებში- გაორმაგებული" - აღნიშნა ჩხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×