რეზონანსი
11.01.2019

 სააფთიაქო ქსელებმა ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში აცხადებენ პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან. "ავერსში" "ტამიფლუს" ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგს, როგორც "ავერსში" ამბობენ, მათ ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში აქვთ, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ელოდებიან.

გარდა ამისა, "ტამიფლუზე" ფასი შეამცირა "პეესპემ". კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, თორნიკე გურული "პალიტრასთან" აცხადებს, რომ მათ სააფთიაქო ქსელში "ტამიფლუ" თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც 68 ლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×