ია აბულაშვილი
11.01.2019

 "ჯერ- ჯერობით "ოცნებას" დაშლა არ ემუქრება, შემდგომი განვითარების ტენდენციები კი საგაზაფხულო სესიაზე გამოიკვეთება" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს.

"მოსამართლეების თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საგაზაფხულო სესიაზე გამოიკვეთება მკვეთრად პოზიციები, მანამდე კი "ოცნება" ერთობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება იმას, რომ ბესელიამ გუნდურობა დაარღვია, ასე არ ვფიქრობ. როდესაც საკითხი ეხება სასამართლო სისტემას პოზიციები, რა თქმა უნდა განხვავებული იქნებოდა. ეკა ბესელია საკმაოდ გალენიანი პოლიტიკოსია და მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. არა მგონია, რომ ამის გამო მის მიმართ რაიმე სადასმჯელო სანქციები უნდა გატარდეს. ალბათ არც თავად დატოვებს უმარვლესობას. შეიძლება სულაც დაპირისპირებული მხარეები პოზიციების დაახლოებაზეც შეთანხმდნენ, ასე რომ წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის.

რამდენად გამოიყენებს ოპოზიცია მმართველი გუნდში მიმდინარე მოვლენებს სათავისოდ, როცა ოპოზიცია დღეს თავად არის კრიზისში? "ნაციონალურ მოძრაობაში" უფრო მეტადაა დაპირისპირება, ვიდრე "ოცნებაში" და შეიძლება საერთოდაც გაქრეს პოლიტიკურ არენიდან, "ევროპული საქართველო" კი საერთოდ არ აქტიურობს. ამ ფონზე "ოცნებას" აქვს შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უფრო ძლიერ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×