რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში 660 პაციენტი მკურნალობს, მათგან 42-ის ჯანმრთელობის მდგომაროება რთულია. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 15 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა უცნობია, იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც კვლევა არ ჩატარდა.

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს. გუშინ საქართველოში „ტამიფლუს" ახალი პარტია -13 000 კოლოფი შემოვიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×