რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) ბათუმში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო 8 წლის ბიჭი დაშავდა. ბავშვს დაზიანება ხელის და სახის არეში აქვს მიღებული. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

ბიჭი დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ჰყავდათ მიყვანილი, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და დახმარებაც აღმოუჩინეს. ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების წესის დარღვევის გამო საავადმყოფოებს 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×