რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდგომი ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2018 წელი შეაფასა და სიხარულით აღსავსე 2019 წელი უსურვა საქართველოს და მსოფლიოს.

"დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ღმერთმა ინებოს სიხარულით იყოს აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად სიმძიმისა მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის",- აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. სამადლობელ პარაკლისზე პური ღვინო და ტკბილეული ეკურთხა და მრევლს დაურიგდა.

ილია მეორემ მრევლს იაკობ მოციქულის და წმინდა დავით მეფე წინასწარმეტყველის ხსენების დღე მიულოცა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×