რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) ნიგერიის ეკიტის შტატში ბაზარში სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ივოროკოში მოხდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, სატვირთოს მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც ბრინჯით იყო დატვირთული. ვიდრე ის ადამიანებს იმსხვერპლებდა, ორ ავტომანქანასაც დაეჯახა.

სამართალდამცველთა ცნობით, სატვირთო დიდი სისწრაფით მიდიოდა, რა დროსაც მართვის კონტროლი დაკარგა. დაღუპულთაგან უმეტესობა ბაზარში სავაჭროდ მისული ადამიანები იყვნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×