რეზონანსი
13.01.2019

 (რეზონანსი) მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოფელ ყიზილაჯლოში ვერ ასახელებენ მიზეზს, რის გამოც დედამ შვილს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოჯახი კონფლიქტური არ ყოფილა და გაუგებარია, რამ მიიყვანა ქალი იმ ზომამდე, რომ შვილისთვის მძიმე დაზიანებები მიეყენებინა.

დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად გავრცელებული ინფორმაცია სახელდება, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა ქალს უცნობი მამაკაცი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქალი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. ის კლინიკაში ყელისა და გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით, მიყენებული ორი შემავალი ჭრილობით შეიყვანეს.

სამართალდამცველებმა დაჭრილის დედა დააკავეს. მას ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×