რეზონანსი
14.01.2019

 თბილისის ცენტრში, მცხეთის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დამნაშავე მიიმალა, დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე ტარდებოდა საგამოძიებო ღონისძიებები.

მეზობლების განცხადებით, ვაკეში, სადაც მამაკაცი დაჭრეს, მხოლოდ გასროლის ხმა გაიგეს და მანამდე არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. როგორც მცხეთის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი.

"რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო. ერთი ან ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენი მეზობელია, მაგრამ არ ვიცნობ. ორივე მუხლის არეშია დაჭრილი. ამ ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“, - განაცხადა მცხეთის ქუჩის მცხოვრებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×