რეზონანსი
14.01.2019

 (რეზონანსი) სააფთიაქო ქსელებში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამოიწურა.

პრეპარატი, რომელსაც H1N1 ვირუსის პრევენციისათვის იყენებენ, მარაგში აღარ არის.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, მომავალ კვირაში საქართველოში გრიპის ვაქცინის ახალი პარტია შემოვა. გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა კატეგორიაზე მოხდება ვაქცინის გადანაწილება.

"მოვილაპარაკეთ, ვისთანაც კონტრაქტი გვქონდა და მოძიებულია გარკვეული რაოდენობა შემოვიტანთ და მომავალ კვირაში იქნება გარკვეული რაოდენობა ვაქცინის, რომლითაც გადავწყვიტავთ გრიპის კომიტეტზე რა კატეგორიის ადამიანებს შევთავაზებთ", -განცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში გავრცელული H1N1-ს ვირუსის გამო, 16 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 600-ზე მეტი ადამიანი გადის მკურნალობას. აქედან, 42 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×