რეზონანსი
14.01.2019

მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რი მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ ხვალ გა­იხ­სნე­ბა. ამის შე­სა­ხებ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ტაძ­რის და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა კონ­სტან­ტი­ნემ ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღო.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე შე­ას­რუ­ლა და გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­იყ­ვა­ნა, ასე­ვე ვაჭ­რო­ბის უფრო ცი­ვი­ლუ­რი ფორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­რი­ამ და­ამ­ზა­და ჯი­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს და არ ავ­ნებს მო­ნას­ტრის იერ­სა­ხეს. აქვე მერი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ის იძუ­ლე­ბით ვერ და­ა­ტო­ვე­ბი­ნებს ვერც ერთ ადა­მი­ანს ტე­რი­ტო­რი­ას, ვი­ნა­ი­დან ვაჭ­რო­ბა მათი ერ­თა­დერ­თი სა­არ­სე­ბო წყა­როა.

"რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ტაძ­რის და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად მი­ი­ღო ჯვრის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა კონ­სტან­ტი­ნემ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს დიდი ხანი არ გაგ­რძელ­დე­ბა და ხვალ გა­ი­ღე­ბა ტა­ძა­რი. არ მგო­ნია, ეს მი­თი­თე­ბა ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის­გან ყო­ფი­ლი­ყო, რა­მე­თუ მო­ნას­ტრის და­კეტ­ვა ყვე­ლას­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მე ვერ გა­მო­ვიყ­ვან იქ მყოფ ადა­მი­ა­ნებს და ხე­ლებს ვერ გა­და­ვუგ­რი­ხავ მათ, რომ­ლე­ბიც ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, ვაჭ­რო­ბენ, რათა არ­ჩი­ნონ ოჯა­ხე­ბი. მე­რი­ამ რაც გა­ა­კე­თა, არის ის, რომ მო­ვაჭ­რე­ე­ბი გა­და­იყ­ვა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან და ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად და­უთ­მო მო­ნას­ტერს", - გა­ნაუცხა­და "ინტერპრესნიუსს" კა­პა­ნა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×