რეზონანსი
14.01.2019

"სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა“ (GDI) პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მსა­ხი­ო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, მოძ­რა­ო­ბა „რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია“ დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­რი­ამ დო­ლი­ძის სა­ხე­ლით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მხრი­დან გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გამო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს მა­ღალ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, მეტი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის ნე­ბის­მი­ერ ინი­ცი­ა­ტი­ვას.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე ეხე­ბა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ სა­კუ­თარ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერ­დზე, მა­რი­ამ დო­ლი­ძის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბით და­ცუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვას.

რო­გორც GDI-ში აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე პრე­ცე­დენ­ტუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რად­გან სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მხრი­დან ხში­რია გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი შე­ზღუდ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი. GDI აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­ჩე­ლით ითხოვს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­გან მო­სარ­ჩე­ლი­სათ­ვის ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერ­დზე “ბლო­კის” მოხ­სნას.

კო­ბა­ხი­ძის ქმე­დე­ბას წინ უს­წრებ­და მისი გან­ცხა­დე­ბა 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­საც, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მო­სარ­ჩლის მხრი­დან პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე მწვა­ვე კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×