რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

"cyc.ge"- ის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან ერთი ნიკუშა ჭანტურია, ხოლო მეორე გიორგი ხარატიშვილია, მესამეს ვინაობაც მალე გახდება ცნობილი. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი მანქანაში დაიწვა. ისინი კლასელები იყვნენ და სკოლა "პროგრესში" სწავლობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×