რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლოვობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია",- აღნიშნა მან.

ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს. გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო კი 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×