რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა, გიორგი ხარატიშვილი, მღვდლის, მამა აბრაამის შვილი იყო. ინფორმაციას "დრონი.ჯი" ავრცელებს.

საშინელი ავარია ქუთაისში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა მანქანაში დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×