რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) ავტომობილი, რომელიც ტატიშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს, თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნოდა. ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს".

"რუსთავი 2"- ის ცნობით, 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძე საჩხერეში ცხოვრობს.

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩასთან ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. 51-ე სკოლასთან ავტომობილს ცეცხლი გაუხსნენს.

არსებული ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა მამაკაცმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო დაგორებული ავტომობილი მელიქიშვილის გამზირზე პარკინგზე მდგარ ავტომობილს შეეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი და ავტომობილის მძღოლი ორივე გაიქცა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×