რეზონანსი
15.01.2019

 (რეზონანსი) უბრალო მოძღვარი ვარ, ვერაფერს გადავწყვეტ, უბრალოდ, გამიხარდებოდა, მოძმე უკრაინელი ხალხის ზეიმს შევერთებოდით, - ამის შესახებ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით ავჭალის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა რევაზ სიხარულიძემ განაცხადა.

„ბუნებრივია, ეს საკითხი შეიძლება ყველას აბსოლუტურად სხვადასხვანაირად ესმოდეს. ზოგს დადებითად, ზოგს უარყოფითად. ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და როდესაც სინოდი დაამტკიცებს, მერე იქნება ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული. უბრალო მოძღვარი ვარ და ვერაფერს ვწყვეტ, უბრალოდ, გამიხარდებოდა, რომ ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის ზეიმს ჩვენც შევერთებოდით. მაგრამ, ეს წმინდა სინოდის გადასაწყვეტია, სინოდშიც ბევრია ამის მომხრე და გადაწყვეტენ.

იერარქიულად, უფროს უმცროსობა არის, ჯერ უფროსებს უნდა ვაცადოთ გამოთქვან თავიანთი აზრი და ამის მერე ჩვენ", - აცხადებს დეკანოზი რევაზ სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×