რეზონანსი
15.01.2019

 მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველის, ავტოსადგომის დარაჯის ინფორმაცით, „კიას“ მარკის ავტომობილის მისამართით სულ მცირე ოთხჯერ გაისროლეს. „სროლის ხმა გავიგონე. ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, სულ მცირე 4 გასროლა იყო. ტატიშვილის ქუჩიდან მოდიოდა ხმები. მანქანა მელიქიშვილის გამზირზე უკვე ცარიელი ჩამოვიდა. დაჭრილი არავინაა. მძღოლი გაიქცაო, ასე ამბობენ", - აღნიშნა თვითმხილველმა უშანგი გულაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×