სისხლიანი დაპირისპირება თბილის ცენტრში - ვერაზე, 6 გასროლის ხმა დაახლოებით 17:00 საათისთვის გაიგეს. სროლის შემდეგ მძღოლმა, 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძემ საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა. ქავთაძემ გაქცევა მოახერხა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით თავდამსხმელების სამიზნე სწორედ ქვათაძე იყო. მეტიც, როგორც გავარკვიეთ, სროლას წინ გარჩევა უძღოდა, რა დროსაც ერთი პირი დაიჭრა.
მამაკაცი, არამიანცის კლინიკაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით კრიმიმალურ საქმეში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭირია უახლოესი მეგობრები ფიგურირებენ.
თვითმხილველების დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შინაგან სამეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.