რეზონანსი
15.01.2019

 ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. 

მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მიიღო, რომელიც სათავეში ჩაუდგება სომხეთის მთავრობას.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×