რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) ეს გამაოგნებელი შემთხვევა რუსეთში მოხდა. 8 თვის ბავშვი ალკოჰოლური სასმელისგან ინტოქსიკაციით გარდაიცვალა! დედამ ბავშვს არაყი დასაძინებლად დაალევინა. სავარაუდოდ, ის რამდენიმე დღე ამევდა პატარას არაყს, რათა ჩუმად ყოფილიყო.

პატარა ცუდად გახდა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დედამ ის საავადმყოფოში არ დატოვა, რადგან არ უნდოდა საახალწლო, დასვენების დღეები საავადმყოფოში გაეტარებინა. არაყიც იმიტომ დაალევინა, რომ არ სურდა ბედნიერი უქმეები ბავშვის ტირილს ჩაეშალა...

ბავშვი 5 იანვარს გარდაიცვალა ინტოქსიკაციით.

პოლიციამ დაიწყო გამოძიება დედის და ასევე მამის მიმართ. მამა ამ ყველაფერს უყურებდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა შვილის გადასარჩენად.

გამოძიების შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი.

 

mshoblebi.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×