მარიამ ხვედელიძე
16.01.2019

 „მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება შეზღუდონ ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მურუსიძეებით და ჩინჩალაძეებით დააკონმპლექტონ სასამართლოს სიტემა," - ეს განცხადება იურისტმა, ზაზა ხატიაშვილმა პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ კანონში ცილისწამებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ კანონში ცვლილების შეტანა უნდა გულისხმობდეს არა ცილისწამებას, არამედ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

მისი თქმით, კანონში ცვლილებების შეტანა პოლიტიკური დაკვეთაა და შეიძლება ისეთი ნორმა მიიღონ, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საკმაოდ ლიბერალური კანონია საქართველოში. არა მგონია, საფრთხე დაემუქროს გამოხატვის თავისუფლებას, თუ იქნება ისეთივე კონტექსტში მიღებული, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. აქ ლაპარაკი უნდა იყოს არა ცილისწამებაზე, არამედ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ადამიანმა თუ იცის, რომ ინფორმაციას, რომელსაც წერს, არის ყალბი, ამ შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს ადამიანს პასუხისმგებლობა. მაგრამ, თუ ადამიანმა არ იცის, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია და ავრცელებს, მაშინ პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს.

ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა და პოლიტიკური დაკვეთა როცა არის, საერთოდ შეიძლება ისეთი ნორმა იქნას მიღებული, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, ვინაიდან, თქვენ ხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" კატასტროფულად წააგო არჩევნები და არნახული გაყალბების მეთოდი გამოიყენა, რომ პრეზიდენტი გაეყვანა," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

ხატიაშვილის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მმართველი გუნდი წააგებს. სწორედ ამიტომ, მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მართლმსაჯულების სისტემის მართვა სჭირდება.

საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტებას. იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10 კაციანი სია წარუდგინა, რომელსაც მმართველ გუნდში განხეთქილება მოჰყვა.

„ქართული ოცნებისთვის" არის ძალიან მძიმე 2 წლის შემდგომი არჩევნები, იმიტომ რომ წინასწარ იციან, რომ წააგებენ. ამიტომ მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება შეზღუდონ ადამიანების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მეორე, მურუსიძეებით და ჩინჩალაძეებით დააკონმპლექტონ სასამართლოს სიტემა, რომ თუ ადამიანს მოუნდება, ვთქვათ, ხმების გადათვლა სასამართლომ ეს პრეცედენტი არ დაუშვას.

ფაქტობრივად, მე ველოდები ისეთივე არჩევნებს, როგორიც იყო 2008 წელში, როდესაც სააკაშვილმა თბილისში საპრეზიდენტო არჩევნები ლევან გაჩეჩილაძესთან წააგო და მერე ოქმები გადაწერეს, რომ როგორმე პირველ ტურში გაეყვანათ. აი, ამ დონის არჩევნებისთვის ემზადება, ჩემი აზრით, „ქართული ონცება" და ბიძინა ივანიშვილი. მას სჭირდება კანონმდებლობის გამკაცრება და მას სჭირდება მურუსიძეებითა და ჩინჩალაძეებით სასამართლო სისტემის დაკომპლოქტება," - აღნიშნა იურისტმა, ზაზა ხატიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა „ქართული ოცნების" თავმდჯომარეს ბიძინა ივანიშვილს, ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში ყოფნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სჭირდება, რათა ხმების გადათვლა არ მოხდეს.

„ეს არის პოლიტიკური გარიგების ნაწილი, ჩემი აზრით. თქვენ თუ გახსოვთ 2 წლის წინ მე ვითხოვდი თეა წულუკიანზე გადააყენეთ-მეთქი. მან და ბარამიძემ პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი. საქართველოს პრეზიდენტს წაართვეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების სიის წარდგენის უფლება და ეს უფლება მისცეს იუსტიციის საბჭოს. რატომ? იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭომ აიღო ვალდებულება, რომ ხმები არ გადაითვლებოდა.

"ამიტომ, საჩივარი შევიდა ივანიშვილის მმართველობის დროს სასამართლო სისტემაში. ვთქვათ, ნინო ბურჯანაძე. მას საკმაოდ დასაბუთებული საჩივრები შეჰქონდა და ითხოვდა რომ ხმები გადაეთვალათ, რადგან არასწორი ციფრი ეწერა. სასამართლო სისტემამ ერთი უბნის ხმა მაინც გადათვალა? არ გადათვალა.

"მე ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ეს არის პოლიტიკური გარიგება და რამდენიმე წლის შემდეგ უზენაეს სასამართლოს დააკომპლექტებენ ჩინჩალაძე-მურუსიძით-მეთქი.

"ახლა ორი წლით ადრე ვამბობ რომ ჩინჩალაძეები და მურუსიძეები სჭირდება ივანიშვილს, რომ არცერთი ხმა არ გადაითვალოს, როცა არჩევნები გაყალბდება," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×