რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) პოლიტოლოგები უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხ აფასებენ. როგორც გია ნოდია აღნიშნავს, რომ მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან რუსეთის აგენტია რაშიც ფულს იღებენ ან ინსტიქტურად და ემოციურად პრორუსია.

პოლიტოლოგს ის არგუმენტი, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას აღიარებს სუსტ არგუმენტად მიაჩნია.

"ვინც ეკლესიაში (და მის გარეთ) უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების წინააღმდეგია, იშველიებს არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას აღიარებს.

ეს არგუმენტი მე ძალიან სუსტი მგონია, მაგრამ თუნდაც ის უფრო ძლიერი იყოს, სინამდვილეში ეს ფაქტორი არ არის გადამწყვეტი.

რეალური მიზეზი არის ის, რომ მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან ამ სიტყვის ყველაზე ძველი და პრიმიტიული აზრით რუსეთის აგენტია, ანუ რუსეთზე მუშაობს და ამაში ფულს იღებს, ან ინსტინქტურად და ემოციურად პრორუსია. სათქმელად რა აქვს, მეორეხარისხოვანია" - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×