აშშ-მა შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) დატოვოს, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუკი, ნატო-სთვის ისეთმა მნიშვენელოვანმა სახელმწიფომ, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დატოვა, ეს ალიანსის დაშლასა და გაქრობას გამოიწვევს.
ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გაყვანის საკითხს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსის წევრები სამხედრო დანახარჯებს არ გაზრდიან. ტრამპის ახალი ინიციატივის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს.
ექსპრეტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გაყვანას ვერ შეძლებს.
„ტრამპის მოკავშირეები ვერ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას; აშშ რა ვალდებულია თავის მოკავშირეებს გაუწიოს ასეთი დახმარებები, როდესაც მოკავშირეები ვერ ხვდებიან, თუ რა მნიშვნელოვანი გაერთიანებაა ნატო, - ეს ტრამპის მოსაზრებაა და იგი პრაგმატული ტიპის გათვლებით გამოირჩევა.
„ტრამპი თვლის, რომ თანხები, რასაც ამერიკა ნატო-ში დებს, ჯობია შიდა ეკონომიკური განვითარების ტემპის გაზრდას მოხმარდეს. ეს მისი მიდგომაა. ეს ინიციატივა კი, გაუაზრებელია.
"აშშ-ის ნატო-დან გასვლა არარეალურია, რადგან ამას კონსგრესის ორივე პალატის თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან რთული სიტუაცია აქვს - მას სამშობლოს ღალატს აბრალებენ," - აცხადებს მაისაია.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ტრამპი აშშ-ის ნატო-დან გასვლის შესახებ ღიად საუბრობს; პირველად, 2018 წლის ზაფხულში, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე და მეორედ, - ახლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ტრამპის ინიციატივას „შემაშფოთებელს" უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მსგავსი „არაორდინალური" განცხადებების გაკეთება ახასიათებს.
„მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეთრ სახლში მოღვაწეობა დაიწყო, მის მიერ არაერთი არაორდინალური წინადადება და იდეა იქნა წინ წამოწეული. ასეთი თემა სერიოზული განხილვის საგანი ხდება გარემცვაში. ნატო-ს შესახებ გამოთქმული ეს ეჭვი დღის წესრიგიდან იქნა მოხსინილი.
„თავად ამ იდეის გაჩენა, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ აშშ-ის დემოკრატია საკმარისად ეფექტურ დამაბალანსებელ მექანიზმებს შეიცავს და ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, იქ ნეიტრალდება.
„აშშ-ის მიერ ნატო-ს დატოვება სრულიად არარეალუსტურია, რადგან თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა ისეთ სისტემას, როგორიც ჩრდილოატლანტიკური კავშირების სისტემა წარმოადგენს, ასე მარტივად ვერ განხორციელდება" - აღნიშნავს მენაღარიშვილი.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მსგავსი გამოსვლები ქევყნის გეოსტრატეგიულ ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„ტრამპის ასეთი ინიციატივით ყველა აფორიაქებულია. იგი ამაზე უკვე მეორედ საუბრობს; აშშ-ის ნატო-დან გასვლა, ალიანსის მთლიანად დასამარებას ნიშნავს. აშშ ნატო-ს მთავარსარდალია. ამაზე სერიოზული რა უნდა იყოს? - ამით ნატო შეწყვეტს არსებობას. ევროპელი მოკავშირეები შეიძლება გადავიდნენ ახალ კოლექტიური თავდაცვის სისტემის შექმნაზე.
„ტრამპის ასეთი მიდგომები და ინიციატივები, რა თქმა უნდა, აზიანებს ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებსაც. ეს იქნება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ინიციატივა, თუ სხვა. მას აქვს ისეთი ინიციატივები, რომელიც ამერიკის თავდაცვის უნარიანობას აზიანებს" - განაცხადა ვახტანგ მაისაია.
ირაკლი მენაღარიშვილი თვლის, რომ აშშ-მა უნდა იფიქროს ურთიერთობების განმტკიცებაზე და არა მნიშვნელოვანი კავშირების გაქრობაზე, რაც აშშ-ისთვის უპირობოდ წამგებიანი იქნება.
„მართალია, ნატო ცივი ომის დროს შეიქმნა, მაგრამ მას შემდეგ ნატო მსოფლიოში სტაბილურობის ერთ-ერთი წამყვანი გარანტორია. არსებობს უამრავი უმძიმესი გამოწვევა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის დასავლეთს და აშშ-ს თანამებრძოლთა ერთგული, პროფესიული და ეფექტური გუნდი სჭირდება.
„ნატო-ს დავიწყებაზე და უარის თქმაზე საუბარი, ჯერჯერობით, ძალიან ადრეა. ისეთი რადიკუალური იდეების მქონე პოლიტიკოსის მხრიდანაც კი, როგორიც პრეზიდენტი ტრამპი გახლავთ, რეალობა დღეს ამერიკას ერთმნიშვნელოვნად კარნახობს მოკავშირეობის განმტკიცებას, ტრადიციულ და გამოცდილ მოკავშირეებთან და არა ამ ერთობის დარღვევას. ამაზე საუბარი აზრს მოკლებულია.
„ამას მოჰყვებოდა ძალიან მძიმე შედეგები, - ნატო-ს გაქრობა. როგორც კი ეს კავშირი მოირღვევა, ნატო შეწყვეტს არსებობას. რა დაემართება მსოფლიოში ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფ სახელმწიფოებს, მსოფლიო წესრიგის დღევანდელ პირობებში, ძნელი წარმოსადგენი არ არის," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.