რეზონანსი
16.01.2019

 (რეზონანსი) ვერაზე სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე "ქართული მარშის" ყოფილი ლიდერის, გია კორკოტაშვილის შვილია. ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან "კურიერს" უყვება, რომ სროლას და დანით გიორგი ადუაშვილის დაჭრას წინ საქმის გარჩევა უძღოდა, რომელშიც ვაჟა კორკოტაშვილი მონაწილეობდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება პირველად სწორედ კორკოტაშვილის სახლში დაიწყო რის შემდეგაც ტატიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა. რა ვითარებაში მოხდა ადუაშვილის დაჭრა ჯერჯერობით უცნობია.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება ადუაშვილი კი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. რაც შეეხება საქმეში კორკოტაშვილის მონაწილეობას, მეზვრიშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

ვაჟა კორკოტაშვილის კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობის ფაქტს გია კორკოტაშვილი არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირს იცნობს.

 

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×