არასდროს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთი არასერიოზული თემებით მანიპულირებას, არ მაინტერესებს ასეთი სისულელეები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
“სულ ვიყავი ადვოკატი, ძალიან მომწონდა ჩემი პროფესია და ახლაც ძალიან მიყვარს. ერთადერთი, ეს პროფესია დავთმე 2006 წელს, მაშინ, როდესაც პოლიტიკაში წავედი, რადგან ქვეყანაში არ იყო დამოუკიდებელი სასამართლო. იმ იმედით დავტოვე, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მიღწევის შემთხვევაში ჩემს პროფესიას დავუბრუნდებოდი. არასდროს მდომებია მოსამართლეობა, ამიტომ შევეშვათ ასეთი არასერიოზული თემებით მანიპულირებას. არ მაინტერესებს ასეთი სისულელეები”, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას თანაგუნდელებთან უთანხმოება იმ მიზეზით მოუვიდა, რომ უვადო მოსამართლედ გამწესება სურდა.