რეზონანსი
17.01.2019

 ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

„ადვოკატები ამბობენ, რომ გაზის სუნი საქალაქო სასამართლომდე მიდიოდა და ყაზტრანსგაზის პრობლემების გამოსწორებისთვის შემნილმა ჯგუფმა ვერ იგრძნო. რატომ, მიზეზი უცნობია. ასე იცის, როცა ექიმი მეპურეა და პურს კიდევ მეწაღე აცხობს. ასეთ დროს „გულაობენ“ ბეჟუაშვილისნაირი მაფიოზები და ხალხის სისხლით მორწყულ გზაზე ბედნიერები დადიან.

ბეჟუაშვილებისა და მისნაირების დრო როგორ აღარ დამთავრდა ამ სასაკლაოდ ქცეულ ქვეყანაში? მაგათ ყველაფერი როგორ უნდა შერჩეთ, როცა უბრალო ადამიანებს პურის ქურდობასაც კი არ პატიობენ? ამ ხალხმა მოაწყო ჭიათურაში ცოცხალი სასაფლაო. იქ რაც ხდება, ვერ დაიჯერებთ, ეს უნდა ნახოთ! როდემდე? რით ვერ დაგღალათ ამდენმა დუმილმა და პირში წყლის ჩაგუბებამ? რით ვერ აგევსოთ მოთმინების ფიალა, რომ ანახოთ ამ ეშმაკებს ხალხის ძალა?“ - წერს ნელი ვარდიაშვილი.

დღეს თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×