ჟურნალისტი ლევან ფანცხავა, დიდ დიღომში აფეთქების შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დიდები უნდა ვუცვლიდეთ წლებს იმ პატარებს, რომლებსაც ბრძოლის უნარი არ გააჩნიათ, სიკვდილთან ბრძოლის…
ამ სამყაროში ყველაზე მეტად სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ, როცა ის პატარა მაისურმოხეული, თმაგაწეწილი, დამტვერილი ბავშვები სიკვდილს ებრძვიან, სიყვარულიც აღარ არსებობს.
მამა რომ შვილს გულის ცემას უმოწმებს, როცა ახალგაზრდა ცოლი ქმარს ნანგრევებში დარჩა, როცა ჯოჯოხეთი ისე ნახე, რომ გააზრებაც ვერ მოასწარი, არ ვიცი ამ დროს სამართალი სად არის, ან ჩვენ სად ვართ, რას ვაკეთებთ, რაზე ვდარდობთ…
გადარჩენილებმა მაინც უნდა ისუნთქონ, აღარ შეიძლება, ღმერთო გეძებთ და გიპოვით იმედია…" - წერს ფანცხავა.