რეზონანსი
17.01.2019

 დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს იქ მცხოვრები ლადო ვახტანგაშვილი:

“რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ჰყავდათ შესაბანისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ), მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს ერთ-ერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა, ჟონავდა ბუნებრი აირი.

შედეგად ერთ-ერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგრობილი ბუნებრივი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება. დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, დაკეტილ ბინაში დამონტაჟებულმა გამათბობელი "კარმა" 300 მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია საერთულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსების დაზიანება.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახური იმაზე მეტად იყო დემოტივირებული ვიდრე კორპუსში მოყოლილი ადამიანები. რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მაცხოვრებლები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო. სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რომ მოეხდინათ მაცხოვრებლების ევაკუაცია.

ამ დროს კიდევ, ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ, არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეს "ლაივით" გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ, სრული დომხალი იყო", – წერს ლადო ვახტანგაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×