რეზონანსი
17.01.2019

 დეპუტატი ირმა ინაშვილი დიდ დიღომში მოხდარ აფეთქებას ეხმიანება:

"ისეთი დიდი ტრაგედია მოხდა, ყველა სიტყვა უაზრობაა. ახლა ბევრი ენთუზიასტი და პროფესიონალი გვიხსნის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ გაზის მიწოდების სისტემა, რა ფორმით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები და ა.შ. უკვე ბევრი რეკომენდაცია წავიკითხე. უმეტესობა სასარგებლოა, მაგრამ დღეს დიდ დიღომში დაღუპულ ადამიანებს ვეღარ გავაცოცხლებთ. 

ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ სინამდვილეში მთელი თბილისი გაზის ნაღმზეა. თუ ორიენტირებული არ ვიქნებით ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე და გაუმაძღრობას, უყურადღებობას, სიბეცეს არ შევწირავთ ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ გამოსავალს ვიპოვით. თუ დღეს ვიგლოვებთ და ხვალ არაფერს გავაკეთებთ, მაშინ ეს ტრაგედია არ დამთავრდება.

დასაჭერიც უნდა დაიჭირონ და პროფესიონალების მოზიდვაც უნდა დაიწყონ! დაუშვებელია თამაში ადამიანების სიცოცხლესთან!" - წერს ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×